როგორც ცნობილია, ქობულეთში “აჭარა ტექსტილში“ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
გურიის გუბერნატორის ზურა ნასარაიას თქმით, მათ შორის იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მცხოვრები.
“დაგვემატა “აჭარა ტექსტილის” თანამშრომლები, რომლებიც გურიის რეგიონში მაცხოვრებლები არიან და მუშაობენ იქ. ამჟამად მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოძიება”, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ზურაბ ნასარაიამ.
ამ დროისთვის გურიაში კორონავირუსის 89 შემთხვევა არის დაფიქსირებული.