დაგვემატა კიდევ 2 კესბოლერი, ერთი დაიწყებს გოგოლესუბანი, შუა ამაღლება, ამაღლება, სამება, ვანი, ზომლეთის მიმართულება და მეორე იმოძრავებს ჯვარცხმა ხიდისთავი ქვენობანი ბუკნარის მიმართულებით.
ერთი კიდევ დაგვემატება, დღევანდელი დღის გეგმა არის რომ ცენტრალური გზები გავხსნათ ყველა მიმართულებით, ასევე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები სურების ცენტრალური გზის მიმართულებითაც. _ ინფორმაციას ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე ავრცელებს.