დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 5 და დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი.
ადგილზე მუშაობენ მაშველები, პოლიციელები და მედიკოსები.
“მტერმა ესროლა ჩერნიგოვის ცენტრს. სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა. დარჩით თავშესაფრებში. დეტალები მოგვიანებით,” – ამბობს ქალაქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი.