დარჩელში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა, მურმან კალანდია დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმე იყო და და დღეს, ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში, 11 მარტს მოხდა.
ოჯახის ინფორმაციით, მურმან კალანდიას ნასვამი პოლიციელი დაეჯახა. ბრალდებული მეორე დღესვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული.