ნაოსნობაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა, _ ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ისინი ვანუატუს დროში ქვეშ მცურავი ხომალდ “ალტა2”-ში იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი მათგანი ბათუმში, ხოლო მეორე თბილისში ცხოვრობდა. 18 და 27 წლის მეზღვაურები საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.
მთავარის ინფორმაციით, ხომალდზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და ორი მეზღვაურის დაღუპვა სწორედ ამან გამოიწვია. დამატებითი დეტალები უცნობია.