“გურია ნიუსი” მესამე დღეა, აქტიურად წერს სამტრედიის სოფელ წიაღუბანზე, სადაც თოვლის საფარმა სამ მეტრს გადააჭარბა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ჩვენი ინფორომაციით, გაშვებულია მხოლოდ ერთი ტექნიკა, რომელიც ამ წუთებში, სოფელ ოფეთთანაა.
“დაიხრჩო თოვლში სოფელი. ტექნიკა გამოუშვან. ერთი ტრაქტორი რას ყოფნის, ისიც სოფელ ოფეთთანაა”, – გვწერენ ადგილობრივები.
“გურია ნიუსი” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დაუაკავშირდა.
დავით ბახტაძის თქმით, ყველაფერი კეთდება. თუმცა რამდენი ტრაქტორია გასული ადგილზე, არ გვეუბნება.
“ყველა მიმართულებით მუშაობს ტექნიკა. ფიზიკურად რისი შესაძლებლობაც არსებობს, ყველაფერი კეთდება,”_ ამბობს “გურია ნიუსთან” სამტრედიის მერი.
“გურია ნიუსი” თემას კვლავ დაუბრუნდება.