პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს მან პარლამენტის სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა.
“მსგავსი რამე მე არ მითქვამს, არის აბსოლუტური ტყუილი ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია… ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებს თქვენ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.