ამ წუთებში ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო.
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შესთავაზეს, დაიკითხოს „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვინაიდან მან რამდენიმე დღის წინ ვრცლად ისაუბრა მზია ამაღლობელის საქმეზე.
“მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, მან ბრალი დასდო ამაღლობელს, რომ იგი მოქმედებდა დავალებით და ა. შ.” _ თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა.
ადვოკატები, ასევე, სვამენ კითხვას, რატომ ჰქონდა მზია ამაღლობელის საქმეზე პრემიერ-მინისტრს წვდომა.
პროკურორი ეწინააღმდეგება ამ შუამდგომლობას, საქმის მოსამართლე კი ამ წინადადებაზე გადაწყვეტილებას შემდეგ სასამართლო პროცესზე გამოაცხადებს.


































































