კრემლის განცხადებით, მოსკოვი “აბსოლუტურად” ეთანხმება დონალდ ტრამპს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა გააფრთხილა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ “სწრაფად ემოქმედა” უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად, _ იუწყება Dailymail.
„[ტრამპის ადმინისტრაცია] საუბრობს მშვიდობის, რაც შეიძლება მალე დამყარების აუცილებლობაზე და ამას მოლაპარაკებების გზით აკეთებს“, _ განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს პოზიცია ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე წინა ადმინისტრაციის პოზიცია და რომ აქ აბსოლუტურად ვეთანხმებით ამერიკის ახალ ადმინისტრაციას“, _ თქვა პესკოვმა.
პესკოვმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ბაიდენის ადმინისტრაცია და თქვა, რომ მისი გუნდი “არ იჩენდა არანაირ ინიციატივას, დაეწყო სამშვიდობო პროცესი“ და „მხოლოდ ომზე“ საუბრობდა.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის ნებისმიერი გეგმა პოტენციური სამშვიდობო მისიის ფარგლებში მიუღებელია რუსეთისთვის და მოსკოვი ასეთ წინადადებებს შეშფოთებით უყურებს, _ წერს Dailymail.