ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, დატესტილ პირებს შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიც არიან.
„დაიტესტა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 34 პერსონალი. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია“,_ გვითხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
ამ დროისთვის ინფიცირებული პაციენტებიდან კი 5 კლინიკაშია გადაყვანილი.
სულ ჩოხატაურში გამოვლენილია ინფიცირების 1152 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1114 ადამიანი, გარდაცვლილია 13.