ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებული ვაქცინები ადამიანებს ომიკრონით ინფიცირების მძიმე შემთხვევისგან დაიცავს.
bbc-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის ფონზე გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, ომიკრონი ნაწილობრივ თავიდან ირიდებს ფაიზერის მოქმედებას.
მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოქტორმა მაიკ რაიანმა თქვა, რომ არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ ომიკრონი სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით აიცილებს თავიდან ვაქცინის მოქმედებას.