წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ამბობს, რომ 12 ოქტომბერს ღამით მომხდარი, რა დროსაც წალენჯიხის მერის მანქანა დაწვეს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. ხარჩილავამ დღეს ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლითაც ირკვევა, რომ ცეცხლი არა მანქანის სალონში, არამედ, საავტომობილო გზის შუა ნაწილში, ასფალტის ზედაპირზე გაჩნდა.
“უსინდისო ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია. მე ახლა ხელში მიჭირავს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მთელი დინამიკაა აღწერილი ცეცხლის გაჩენის, ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ცეცხლი. ეს გახლავთ პოლიტიკური გზავნილი, არა მხოლოდ პირადად ჩემს, არამედ ჩემი თანამებრძოლების მიმართ, რომ მუჭში მოექცეს წალენჯიხის თვითმმართველობა, მაგრამ წალენჯიხის თვითმმართველობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გზა და პოლიტიკა”, – თქვა გია ხარჩილავა.
შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. გია ხარჩილავას სახლთან გაჩერებულ მანქანას გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა, რაც წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა პოლიტიკურ თავდასხმად და გაფრთხილებად აღიქვა.
წყარო: mtavari.tv