ლაგოდეხში, ექსკურსიაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ფარნავა გუშინ, დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგოს მშობლების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილ უარყოფით კომენტარებს ეხმაურება.
,,რა უნდოდა 16 წლის ბავშვს ექსკურსიაზე დედის გარეშე?
რა უნდოდა 10 და 12 წლის ბავშვებს ბატუტზე?
რა უნდოდა შადრევანში 13 წლის ბავშვებს?
რა უნდოდა 10 წლის გოგონას გორში სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე?
რა უნდოდა 12 წლის ბავშვს ცხრა საათზე გარეთ? (11 მდე ეძიეს, უნამუსოებო და მერე დარეკეს პატრულში)
ასეთი კომენტარების დამწერები, დაიწვით ჯოჯოხეთის ცეცხლში!!!” _ წერს ლანა ფარნავა.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი, სოფი ნიკოლეიშვილი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.