სამტრედიაში დაკარგული 22 წლის რეზო რუხაძე იპოვეს.
ინფორმაციას ადასტურებს ოჯახიც.
“ვიპოვეთ, ღმერთს მადლობა “,-წერს რეზო რუხაძის და სოციალურ ქსელში.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მეხანძრე – მაშველებმა იპოვეს.
შეგახსენებთ, რეზო რუხაძეს 17 ივლისიდან ეძებდნენ. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო პოლიციაც.































































