საუბარი კარზე გვექნება, ჩვეულებრივ კარზე, რომელიც ყველა სახლს აქვს და ოდესღაც არაჩვეულებრივი იყო. ოდესღაც მის მოვალეობას ლოდის ნატეხი ასრულებდა, ან – ჭილოფი. ყველაზე ძველმა კარმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
დასავლეთ ევროპაში ყველაზე ძველ კარად მიჩნეულია მილანის სენტამბროჯიოს ბაზილიკის კარი, რომელიც მეოთხე საუკუნით თარიღდება. დაახლოებით 1750 წელს მისი რესტავრაცია მოხდა.
მსოფლიოს ყველა კარი ერთმანეთს ჰგავდა: ზღურბლი, ჩარჩო დიდი, ხის ფიცარი და მექანიზმი, რომელსაც ის მოძრაობაში მოჰყავდა. სამაგიეროდ, ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ზომებით. ყველაზე ლამაზ კარს იტალიაში, მეთვრამეტე საუკუნეში ამზადებდნენ ბაროკოს სტილში და მასზე ოსტატები რამდენიმე თვის განმავლობაში, ზოგჯერ კი მთელი წელიც კი მუშაობდნენ. ნაპოლეონის დროინდელ საფრანგეთში უპირატესობა ეგვიპტურ სტილს მიანიჭეს. თითქმის ყველა კარი, ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუში იყო. ნელ-ნელა მოდაში შემოვიდა და დამკვიდრდა „როკოკოს“ სტილი. კარს გობელენებით, ორიგინალური ნახატებითა და დახვეწილი ფიგურებით რთავდნენ. ძალიან საინტერესოა ინდოეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი.
მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა კარი შედარებით სადა. თუმცა, მდიდარი ადამიანები დღესაც ცდილობენ, მათ სახლის კარს ეტყობოდეს, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება მის მიღმა მცხოვრები…
ავტორი