„მივმართავ ამხანაგ კობახიძეს, დაკითხონ სუს-ში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სამხარაძე და ექნებათ დარღვევების პირდაპირი მტკიცებულება, მითუმეტეს, რომ მან საჯაროდ არა მარტო გაყალბებებზე, გარიგებებზე ისაუბრა!“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაოაბ „ტრიბუნას“ წევრი კოტე კემულარია.
„ელჩ დეგნანის საპასუხოდ, „ოცნების“ საგარეო კომიტეტის თამჯდომარემ, სამხარაძემ, საჯაროდ აღიარა: „არჩევნების დროს ძალადობა, მოსყიდვა, კარუსელები კი იყო, მაგრამ ოპოზიციიდანაც მონაწილეობდნენ ამ ბინძურ საქმეშიო.“
ახლა მე მაინტერესებს, აღიარება, რომ „ოცნება“ ოპოზიციასთან ერთად, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადიოდა ამ მძიმე დანაშაულს, გამართლებთ ელჩის, კანონის, ან საზოგადოების წინაშე?!
ეს ხომ მხოლოდ ამძიმებს თქვენს მიერ ჩადენილს.
და ახლა იმის დასახელებაც მოგიწევთ, ვის გაურიგდით!
მითუმეტეს ამხანაგი კობახიძე ითხოვდა დაჟინებით პირდაპირ მტკიცებას. დაკითხეთ სუს-ში სამხარაძე და გექნებათ უტყუარი მტკიცება.
მაგრამ, ახალი არჩევნების გარდა არაფერი გამოასწორებს იმ უბინძურეს გარიგებას თუ დარღვევებს, რაც ოცნებამ 2020-ის არჩევნებზე ჩაიდინა.
ეს უკვე ნათელია ამომრჩევლისთვის, ელჩებისთვის და სამწუხაროდ, ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის.“ -აცხადებს კოტე კემულარია.