დამასკოში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას მის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდასხმის სამიზნე პრო-ირანული ძალების მიერ კონტროლირებადი რაკეტების საწყობი გახდა.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის განცხადებით, ამ დროისთვის დაუდგენელია, აფეთქება საჰაერო იერიშმა გამოიწვია თუ სახმელეთომ.
აღსანიშნავია, რომ ირანი პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია და ირანული ძალები, რომლებიც სირიაში მოქმედებენ, ისრაელის დარტყმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა.