კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც არის დაუშვებელი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ჩვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ ლიდერს, რომელთან დაკავშირებითაც ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გადადგა. მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად აუხსნელი იყო არა მხოლოდ გუნდისთვის, ჩემთვისაც და საზოგადოებაც გვისვამდა კითხვებს, თუ რა მოხდა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, გუნდის შიგნით გახარია ყოველთვის აცხადებდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართ აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონი უნდა დაეცვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა, რითაც ყველა გააოცა.
„როგორც ჩანს, გაოცება მხოლოდ ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს. და რა ჰქვია ამ საქციელს თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება, ვინაიდან, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა, მაშინ როდესაც კანონი იყო დასაცავი. შესაბამისად, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – განაცხადა მინისტრმა.