დანაგვიანებულია მდინარე ბჟუჟი, ასევე მისი ნაპირები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, სადაც მდინარე გაივლის, სოფლებში თუ დაუსახლებელ ადგილებში. საყოფაცხოვრენო ნარჩენების სიუხვე განსაკუთრებით ამ პერიოდში შეიმჩნევა.
ქალაქ ოზურგეთის სიახლოვეს და თვით ქალაქში, სადაც მდინარე მიედინება ბევრგან ნახავთ უამრავ ნარჩენს. ხოლო თუ მდინარის ნაპირთან დადგებით, ნახავთ როგორ მოაცურებს მდინარე ცელოფნებში, ტომრებში საგანგებოდ ჩაყრილ და თავმოკრულ ნაგავს. ეტყობა ასე ადვილად მოსასროლია მდინარეში სხვადასხვა სახის ნარჩენი. მდინარის ნაპირების გასწვრივ ასევე უამრავი ნაგავი ყრია.
ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, იქ, სადაც მდინარესთან ახლოს მრავალსართულიანი სახლები დგას, გზის გასწვრივ კი მიჯრით ჩაწყობილია სანაგვე ურნები, აშკარაა, ნაგავს მაინც მდინარეში ყრიან. ამას მოწმობს მდინარის მაღალი ჯებირების კიდეებზე გადაკიდული და შერჩენილი ძველმანები, ტომრები, სხვადასხვა ძონძები, რაც მიანიშნებს რომ მდინარემ კი არ ჩამოიტანა, აქედან გადაყარეს. ხოლო ქალაქის გარეუბანში, ექადიის სასაფლაოს მიმდებარედ, იქ სადაც მდინარეზე ხიდია, ხიდის ბურჯებთან ახლოს, პირდაპირ ნაგავსაყრელია გახსნილი.
ვრცლად ამის შესახებ “გურია ნიუსი” მალე გიამბობთ.
ავტორი