თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ საზარელ მკვლელობსთან დაკავშირებით “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც მოკლული ქალის ახლობელი გვიყვება, მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
“საშინელებაა, 31 წლის ქალი ასე როგორ გაიმეტა. დანას განწირული ურტყამდა თურმე, ვერავინ ვერ გამოგლიჯა”, _ გვეუბნება ს.კ-ს ახლობელი.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.
შსს-ს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.