https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დანაშაული, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფოს ეფექტური მექანიზმი არ აქვს

10:51; 20.05.2022
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ძალადობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო იზრდება მცდელობა მისი აღკვეთისთვის, არ არსებობს ისეთი იარაღები, რომლებიც საბოლოოდ გაგვათავისუფლებს მისგან.

ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმაა ოჯახში ძალადობა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობა ძირითადად ჩადენილია მამაკაცის მიერ ქალის მიმართ, ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორის, ან ოჯახის სხვა წევრის წინააღმდეგ. იგი უმთავრესად მოიცავს თავმოყვარეობის შემლახველ და იძულებით ქცევას, როგორიცაა ფსიქოლოგიური ან ფიზიკური შეურაცხყოფა. ოჯახში ძალადობა, ხშირ შემთხვევაში, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს. მას ძალადობის სხვა სახეებისგან გამოარჩევს ის, რომ იგი ოჯახის ფარგლებს საერთოდ არ სცილდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, რომელიც 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს ასახავს. ამ მონაცემების მიხედვით, სულ საქართველოში ამ წლის პირველ სამ თვეში გამოცემულია 2 094 შემაკავებელი ორდერი. ძალადობა ჩაიდინა 1 900-მა ადამიანმა,

ძალადობის მსხვერპლი კი 2 026 ადამიანი გახდა.

ოჯახში ძალადობის შემთხვევები დაფიქსირებულია გურიის რეგიონშიც. იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში გურიაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 მამაკაცი და 20 ქალი გახდა. ძალადობა კი 19-მა მამაკაცმა და 4-მა ქალმა განახორციელა.

ქვეყანაში მომხდარ ძალადობებს შორის უმეტესად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სახეებია გამოკვეთილი.

უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ფიზიკური ძალადობაა: ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

ფსიქოლოგიური ძალადობაა: შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე, ამ კანონით დადგენილი წესით მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანთა შემთხვევაში, აგრეთვე,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.

თუმცა, რეალურად როგორ მუშაობს ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმი ქვეყანაში, რა პრობლემებს აწყდებიან ძალადობის მსხვერპლი ადამიანები _ ამ საკითხების შესახებ ადვოკატს, თამარ გაბოძეს ვესაუბრეთ.

უფლებადამცველი ოჯახში ძალადობას ფარულ დანაშაულს უწოდებს და საუბრობს იმ გამოწვევების შესახებ, რაც ძალადობის მსხვერპლს ადამიანს, უმეტესად კი ქალებს, ხელს უშლის მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურას.

“ოჯახში ძალადობა არის ერთ-ერთი გავრცელებული დანაშაული. სახელმწიფოს მიერ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმების არქონის გამო, ძალიან ბევრი ქალი იძულებულია, დარჩეს ძალადობრივ გარემოში. არ არსებობს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური პრევენციული მექანიზმები. ასევე, არ არსებობს ძალადობა გამოვლილი ქალის შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული მხარდაჭერის პროგრამები, რათა ქალმა მოიპოვოს დამოუკიდებლობა, რაც დაეხმარება მას ძალადობისგან თავის დაღწევაში.

რაც შეეხება ძალადობის გამომწვევ მიზეზებს, იგი არაერთგვაროვანია საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, რაც გამოწვეულია ზოგ შემთხვევაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონით, ხშირად მოძალადის პიროვნული თვისებებით და წარსულში საკუთარი ძალადობრივი გამოცდილებით. უფრო კონკრეტულად კი ძალადობის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება განვიხილოთ ქალის დამოკიდებული მდგომარეობა, გენდერული უთანასწორობა, არასწორი სოციალური მითები. როგორც უკვე გითხარით, მოძალადის მიერ წარსულში გამოვლილი ძალადობა.

ხშირ შემთხვევაში, ქალები განიცდიან სერიოზულ სირთულეებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართვის კუთხით. შესაბამისად, ოფიციალური წყაროებიდან მიღებული სტატისტიკა არ არის რეალური მაჩვენებელი და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გაცილებით მაღალია. ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობაზე ზოგჯერ სათანადოდ არ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ძალადობის განმეორების რისკებს.

გარდა იმისა, რომ ქალები განიცდიან სირთულეებს ძალადობის გაცხადების შესახებ, ისინი შესაძლებელია, მართლმსაჯულების პროცესში დაექვემდებარონ ხელმეორედ ვიქტიმიზაციას. რაც გამოწვეულია პოლიციის თანამშრომლების არასენსიტიური დამოკიდებულებით, მტკიცების ტვირთის ქალზე გადატანით, ქალის განკითხვით და დადანაშაულებით.

სერიოზულ პრობლემას წარმოდგენს მოძალადის რესოციალიზაციის პროგრამების არქონა, რადგან გამტყუნების და სასჯელის დანიშვნის შემთხვევაშიც კი ვერ სრულდება სასჯელის მიზნები, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

თეორიულად შესაძლებელია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდეს კაციც, თუმცა, ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა და ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არიან ქალები და გოგოები”, _ ამბობს გაბოძე.

თამარ გაბოძე ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ძალადობის შემთხვევები რეგიონებში ნაკლებად ვლინდება, რადგან იქ ქალები უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დგანან, რის გამოც თავს იკავებენ მათზე გახორციელებული ძალადობის გახმაურებისგან:

“რეგიონებში ქალები უფრო ნაკლებად აცხადებენ ოჯახში ძალადობის შესახებ, რადგან გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ბარიერებისა რეგიონებში არსებობს

უფრო ფართოდ გავრცელებული ქალისა და მამაკაცის ქცევის სოციალურ და კულტურულ მოდელები, ადათ-წესები, ტრადიციები, მცდარი სტერეოტიპები ქალის დაქვემდებარებულის როლის შესახებ. ასევე, რეგიონებში ძალადობა გამოვლილი ქალი შესაძლებელი უფრო მომეტებულად დაექვემდებაროს საზოგადოებისგან გაკიცხვას გაცხადებული ძალადობის გამო. ოჯახში ძალადობის აღკვეთა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებზე არ არის დამოკიდებული. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ჩართულობას და საკუთარი როლის გაცნობიერებას. ასევე, ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ძალადობის შესაჩერებლად არის მოძალადის ცნობიერების ამაღლება”, _ ამბობს თამარ გაბოძე.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მსხვერპლის დაცვის მიზნით და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი 30 დღემდე ვადით.

კანონმდებლობა შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითვალისწინებს მხოლოდ ორ შემთხვევაში;

  1. როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ოჯახის წევრებს შორის;
  2. როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით.

შემაკავებელი ორდერის გარდა არსებობს დამცავი ორდერიც. ის არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ

ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

მიუხედავად ამისა, უფლებადამცველი ამბობს, რომ შემაკავებელ ორდერს, ფაქტობრივად, ხანმოკლე ეფექტი აქვს და ორდერის პირობების დარღვევაც ხშირად ხდება.

“ხშირ შემთხვევაში, შემაკავებელ ორდერს აქვს მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული ეფექტი. მოძალადე იაზრებს, რომ ერთი თვე არ უნდა განახორციელოს კონტაქტი მსხვერპლთან და როგორც კი გადის ეს ვადა, ზოგიერთ შემთხვევაში კვლავ გრძელდება ძალადობა. ზოგჯერ შემაკავებელი ორდერის პერიოდშიც მოძალადე აგრძელებს ქალის უფლებების და თავისუფლებების ხელყოფას, რაც წარმოშობს მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ შემაკავებელი ორდერი ძალიან ეფექტურად მუშაობს”, _ ამბობს გაბოძე.

გაეროს აქვს შემუშავებული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად:

“მოუსმინეთ და დაუჯერეთ შეურაცხყოფილ ადამიანს, რათა აგრძნობინოთ, რომ მარტო არ არის.

წაახალისეთ, მოიძიოს მხარდაჭერა კონფიდენციალური ცხელი ხაზის მეშვეობით, რათა დაუკავშირდეს დარგის პროფესიონალს.

გამოხატეთ შეშფოთება მის მიმართ, გამოიჩინეთ მხარდაჭერა და შესთავაზეთ რეფერირება ხელმისაწვდომ რესურსებზე.

თუ თქვენ უშუალოდ არ მოგმართავთ დახმარებისთვის, მაგრამ გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ კოლეგა შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელ ურთიერთობაში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ორგანიზაციის საკონსულტაციო ან ომბუდსმენის ოფისთან”.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

თამარ გაბოძე
გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პოლიციამ ერთი პირი დააკავა

12:42; 19 იანვარი, 2026
სამართალი

გიორგი ვაშაძე ციხეს 23 იანვარს დატოვებს

11:39; 19 იანვარი, 2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18 იანვარი, 2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18 იანვარი, 2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18 იანვარი, 2026

ხერსონი რუსეთის ნაწილი გახდება- ახალი გუბერნატორი

იქნება თუ არა პურზე გასაჭირი და არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი

ყველა სიახლე

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

21:54; 19.01.2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19.01.2026
მსოფლიო

რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

20:56; 19.01.2026
მსოფლიო

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

20:49; 19.01.2026
პოლიტიკა

შეწყალების აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა

20:02; 19.01.2026
პოლიტიკა

დოჟდის ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: “საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”

19:35; 19.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

18:52; 19.01.2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19.01.2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19.01.2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19.01.2026
საზოგადოება

მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ – მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ

15:50; 19.01.2026
პოლიტიკა

გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების შეწყალებას ელოდებიან

15:22; 19.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

14:56; 19.01.2026
მსოფლიო

სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

14:29; 19.01.2026
საზოგადოება

იტალიურ ეზოში სახლის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა

14:06; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო