დანიის ეკონომიკურ ზონაში, რუსეთსა და ევროპას შორის ორი ძირითადი გაზსადენის Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის გაჟონვის თაობაზე დანიის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების შედეგების მიხედვით, მილების დაზიანება აფეთქებამ გამოიწვია. ამის შესახებ დანიის პოლიციია აცხადებს, წერს CNN.
“გამოძიებებმა დაადასტურა, რომ დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში Nord Stream 1 და 2 დიდი ზიანი მიაყენა და დაზიანება ძლიერი აფეთქებებით იყო გამოწვეული“, – ნათქვამია კოპენჰაგენის პოლიციისა და დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, შეიქმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომ მოხდეს ინციდენტის დამატებით და უფრო დეტალურად გამოძიება.
ცნობისთვის, დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ გასულ თვეში აღმოჩენილი გაჟონვა ორ რუსულ გაზსადენში, სავარაუდოდ, დივერსიის შედეგი იყო.
ევროპული ხელისუფლების გამოძიებებმა დაადგინა, რომ ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები რამდენიმე ადგილას მოხდა.
მილსადენები შეიქმნა რუსეთიდან გაზის ევროკავშირში გადასატანად და საკამათო იყო დიდი ხნით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს წამოიწყებდა, ძირითადი შიში იყო, რომ ევროპელები დამოკიდებულნი არიან რუსულ ენერგიაზე.
ავტორი