ჯანმო შიშობს, რომ სულ უფრო იზრდება მოსაზრება, რომ პანდემია დასრულებულია. სიმართლე ის არის, რომ დღეისათვის ბევრგან ხდება ვირუსის ძალიან მაღალი გადაცემა, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს საავადმყოფოებზე, რეანიმაციულ განყოფილებებზე და ჯანდაცვის მუშაკებზე.
ჯანმოში აცხადებენ, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მოახერხა ვირუსის გადაცემის შემცირება მკაცრი ზომების გამოყენებით.
„როგორც ადრე ვნახეთ, ამ ზომების გაუქმებისთანავე მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა უნდა გააგრძელოს ზომების დაცვა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა არ მოხდეს”,_ განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადანომ.
გაეროს სააგენტოს საგანგებო სიტუაციებს ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა, კი აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვან, მძლავრ ინსტრუმენტს დაამატებს ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, მაგრამ კორონავირუსის დასრულებას არ ნიშნავს.
ჯანმო – ს პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა, მარია ვან კერხოვმა კი მოუწოდა საზოგადოებას “ნამდვილად დაფიქრდით თუ რას აკეთებთ სადღესასწაულო სეზონზე”, კორონავირუსის გადაცემის შეზღუდვის მიზნით.
„გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ახლა მივიღებთ, შეიძლება სიცოცხლის ან სიკვდილის მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის “, – დასძინა მან.