ამ წუთებში პარლამენტში გურიის დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესა და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.
ქათამაძე ჩიგოგიძისგან მოითხოვდა მუსლიმი თემისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა და მათთვის სალოცავის აშენების უფლება მიეცათ.
“არჩევნებამდე რომ ყველა მუფთი შემოიარეთ და შეპირდით აგაშენებინებთო, ააშენებინეთ ახლა”, _ უთხრა ჩიგოგიძეს ბესო ქათამაძემ, რაზეც ჩიგოგიძემ უპასუხა, რომ მსგავსი დაპირება არავისთვის მიუცია.