ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავასა და სოფელ კოხნარის მკვიდრს დარიკო ოსეფაიშვილს შორის დაპირისპირება საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე მოხდა. მოქალაქე გამგებელს ადანაშუალებდა, რომ დახმარებას არ აძლევდა და სთხოვდა სოციალური დახმარების დანიშნვაშიც ხელი შეეწყო. გამგებელმა მოქალაქე სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მას ორჯერ დაეხმარნენ, სოციალური დახმარების დანიშვნა კი მათი კომპეტენცია არ იყო.
დარიკო ოსეფაიშვილის თქმით, მას დაზიანებული სახლის სახურავის შესაკეთებელი მასალაც იმ მიზეზით არ მისცეს, რომ სოციალურად დაუცველი არ იყო. გამგებლის განმარტებით, გასულ წელს გადასახური მასალა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს ეძლეოდათ, თუმცა, წელს ასე არ არის და სახურავს ეს ქალბატონიც მიიღებს.