პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე წარიმართა. “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი დაიბარა საკანონმდებლო ორგანოში, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ შესაბამის პროცედურებზე მიუთითა, თუმცა ამას პოლიტიკური განცხადებები და შელაპარაკება მოჰყვა.
ოპოზიციამ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც გაირკვა, ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა კომიტეტი საერთოდ დატოვა.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ თქვა, სალომე სამადაშვილს მის კომიტეტში შეუძლია გადასვლა, რადგან ნაციონალურ მოძრაობას კომიტეტში დარჩენილი კვოტა ასათვისებელი აქვს.