ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მანდაეთში ხანძარმა მოხუცებული წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი ავრცელებს.
“საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი, 101 წლის მანდაეთელი ცოლ-ქმარი წუხელ ხანძრის შედეგად დაიწვნენ… ერთ დღეს დაბადებულნი ერთ დღეს აღესრულნენ… დაქორწინდნენ 25 წლისანი. აღესრულნენ 101 წლისანი. ნათელი დაუმკვიდრდეთ…“ – წერს ფეისბუქში როლანდ ხოჯანაშვილი.