ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო პირველი სხდომისთვის ემზადება.
ცესკო-ს განკარგულების შესაბამისად სხდომა ხვალ, 12 საათზე უნდა დაიწყო.
“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საკრებულოში თანამდებობები გადაინაწილეს.
ჩვენი წყაროს თქმით, საბოლოო შეთანხმების მიხედვით, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატები მხარს დავით დარჩიას დაუჭერენ, მისი მოადგილე კი გიორგი ღურჯუმელიძე იქნება.
ფრაქცია “ქართულ ოცნებას” გელა აროშიძე უხელმძღვანელებს; იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე იქნება; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას გიორგი ჩაგანავას ჩააბარებენ; ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი ლავრენტი ბიგვავა იქნება; სოციალურ საკითხა კომისიის თავმჯდომარედ ლელა საჯაიას კანდიდატურა შეირჩა; ხოლო ქონების მართვის კომისიის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე იქნება.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” დეპუტატებმა პირად საუბრებში დაუდასტურეს.