გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით ბრენდირებული და არაბრენდირებული 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 65 სინჯი. ნიმუშებს ლაბორატორიული შემოწმება შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაუტარდა.
“ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბენზინის არც ერთ სინჯში დარღვევა არ გამოვლინდა. რაც შეეხება დიზელს, საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა 13 სინჯში. დიზელის საწვავის სინჯებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობისა და აფეთქების ტემპერატურის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელობა”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.



































































