„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ვარშალომიძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.
ვარშალომიძე დარწმუნებულია, რომ აჭარაში ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს.
„ხმა მივეცი ცვლილებებს და დარწმუნებული ვარ, რომ აჭარაში პირველი ტური მოვიგეთ და მეორესაც მოვიგებთ. 9 საათისთვის ბათუმის რამდენიმე უბნიდან საოლქო კომისიამ და ცესკომ რამდენიმე ჩვენი წარმომადგენელი გამოუშვა. თუ ცესკოს უნდა ჩვენი წარმომადგენლების გარეშე არჩევნების ჩატარება, ესეც გვითხრან, მაგრამ გეტყვით, ბევრნი ვართ.
ჩვენს ხმებს დავიცავთ ბოლომდე, მცდელობა ჰქონდათ კარუსელის, არ მივცემთ ამის საშუალებას“,_ აღნიშნა ვარშალომიძემ.