დასავლეთ საქართველოში და მათ შორის გურიაშიც, 1 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება იწყება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +40 გრადუსსაც კი მიაღწიოს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“რაც შეეხება მიმდინარე კვირას, უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. დღეს, შუა დღის საათებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა. მცირე ნალექია მოსალოდნელი ხვალაც, დღის ბოლოსკენ. ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება ამ კვირაში ნავარაუდევი არ არის. მაქსიმალური ტემპერატურა დღეს და ხვალ დაახლოებით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით კი +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება”,_ ამბობს გვაზავა.