დასავლეთის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო დაქუცმაცება, ხალხების ჩხუბი, ყველაზე ნათელი მაგალითია უკრაინაში „ანტირუსეთის“ შექმნა – ამის შესახენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მოსკოვში დსთ–ს ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელების შეხვედრაზე განაცხადა.
„საიდუმლო არ არის, რომ „გაყავი და იბატონე“ ფილოსოფიას დასავლეთი აქტიურად იყენებს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მიმართებაში. მიზანი აბსოლუტურად ნათელია – პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო დაქუცმაცება, ჩვენი ქვეყნების და ხალხების დაპირისპირება, დააწესონ წამგებიანი ურთიერთქმედების სქემები, გლობალური პროცესების მინდვრებისკენ გასვლა“, – განაცხადა ლავროვმა პარასკევს მოსკოვში დსთ–ს ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელების შეხვედრაზე.
„ასეთი დესტრუქციული კურსის ყველაზე ნათელი შედეგია უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა“, – განაცხადა მან
ლავროვის მტკიცებით, ასეთი “დესტრუქციული კურსის” ყველაზე ნათელი შედეგი უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევაა.
ავტორი