„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად, ამ დროისთვის, მედიასაშუალებების 47 თანამშრომელია დაშავებული _ ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 მედიასაშუალების წარმომადგენელი. მათ შორისაა, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მერაბ ცაავა.
კერძოდ, დაშავებულები არიან:
„ინტერპრესნიუსის“ 1 თანამშრომელი, ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი;
“პალიტრანიუსის” 1 ოპერატორი რომა ტარუღიშვილი;
“რუსთავი 2”-ის 8 თანამშრომელი _ ოპერატორები: შოთა სიკინჭალაშვილი, ზურა მანაგაძე, ბექა ათაბეგაშვილი, ნიკოლოზ ურუშაძე და ჟურნალისტები: მარიამ ქუმსიშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია, სალომე ბოკუჩავა.
“ტვ პირველის” 3 თანამშრომელი _ ოპერატორები: ალექსანდრე ლაშქარავა, ლევან ბრეგვაძე, ასევე ჟურნალისტი გუგა მაისურაძე;
“ფორმულას” 9 თანამშრომელი _ ჟურნალისტები: რატი წვერავა, გუგა დვალიშვილი, ლუკა ხაჩიძე, გიორგი გაბუნია, ნინო ვარძელაშვილი, ასევე ოპერატორები: ზაზა კაპანაძე, გიორგი მაისაშვილი, ნიკოლოზ ქალიაშვილი, ლექსო ხომასურიძე და ფოტოგრაფი ვახო ქარელი;
“მთავარი არხის” 11 თანამშრომელი _ ჟურნალისტები: დეა მამისეიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ნინო გაზდელიანი, დათუნა ახალაძე, ანრი ჯოხარიძე, ქეთა ციცქიშვილი, თორნიკე ბარნაბიშვილი, ნათია ქოქოსიძე, თაკო ლეკვეიშვილი, ასევე ოპერატორები: ვაჟიკო ჩხაიძე და ლევან აბლოთია;
“იმედის” 2 თანამშრომელი _ ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი და ოპერატორი შოთა კირვალიშვილი;
პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი;
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი;
“რადიო თავისუფლების” 3 თანამშრომელი: ჟურნალისტები თორნიკე მანდარია და თამუნა ჩქარეული, ასევე ოპერატორი დათო ქორიძე;
“გურიანიუსის” ჟურნალისტი მერაბ ცაავა;
on.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე;
“ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ლუკა პერტაია;
“ტაბულას” ჟურნალისტი მაკო ჯაბუა;
“ნიუპოსტის” ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე;
CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე.