https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დაშოკილები და დასტრესილები გამოვიდნენ ბავშვები გამოცდიდან” _ საგამოცდო ტესტებს აპროტესტებენ

17:08; 12.07.2023
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დაიწყო. აბიტურიენტებმა 3 ივლისს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. ხოლო 7 ივლისს გამოცდა მათემატიკაში ჰქონდათ. ბევრი აბიტურიენტი მათემატიკის გამოცდით უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ ტესტები განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა, არ შეესაბამებოდა სკოლის პროგრამას და მაღალი ქულის მიღებას ვერ შეძლებენ:

“დღეს ბევრი ტიროდა, ბევრს სასწრაფო გამოუძახეს, ჩემს მოსწავლეს ნერვიულობის გამო სისხლი წასკდა ცხვირიდან, ასევე ჩემს რამდენიმე მოსწავლეს ნერვიულობის და სტრესის გამო სციოდა, კანკალებდა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ეს კონკურსია და გამოცდა მარტო თქვენთვის არ ყოფილა რთული. გაიკითხეთ და მიხვდებით. ძალიან ბევრი აიღებს დაბალ ქულას, თუ 30-ს ელოდებოდა – 15-ს და ასე შემდეგ”, – წერდა ერთ-ერთ ჯგუფში მასწავლებელი და ამბობდა იმსაც, რომ 100 აბიტურიენტიდან ამოცანები მხოლოდ ერთს ახსოვდა, დანარჩენები კი შოკში იყვნენ.

იმავეს წერდნენ სოციალურ ქსელში მშობლები და პედაგოგები:

  • “რა დააშავეს აბიტურიენტებმა?! შუაღამეა და ჩვენი შვილები ამ წუთებშიც, ინტერნეტ სივრცეში, ისევ ამოცანებს განიხილავენ… ერთ მათემატიკოსს ამოუხსნია (ისიც, ოთხიანი კი არა, სამქულიანი!!!) და სამი გვერდიაო ნაწერი!!! მე ვნახე მათემატიკის გამოცდიდან ნაადრევად თუ დაგვიანებით გამოსული (მათ შორის “კომაროველებიც”), ჩვენი ულამაზესი ახალგაზრდების მხრებჩამოყრილი, დამარცხებული, კოვიდის სტრესგამოვლილი, სამი წლის მანძილზე უსისტემო სწავლებით სკოლადამთავრებული ბავშვების ნაკადი და მათ ხალას სახეებზე ეწერათ რატომ??? 1. ქართულის მისაღებ გამოცდაზე, ტექსტებთან შეუსაბამო სათაურებით, ისინი დააეჭვეს ამ პროცესში მონაწილე ფილოლოგთა კორპუსის კომპეტენციაში. 2. მტრულად შედგენილი მათემატიკის საგამოცდო საკითხებით კი ახალგაზრდებს აგრძნობინეს, რომ განათლების დაავადებული სისტემის ახალი რგოლისათვის მათ სიყვარულით არ ეგებებიან.რა ხდება??? მეტი დაბალი ქულა – ნაკლები გრანტი თუ უფრო უარესი?!”
  • “გულახდილად გვაინტერესებს, მათემატიკის ტესტებს ვინც ადგენს, საერთოდ აზრზეა, როგორ ისწავლება ეს საგანი სკოლებში??? თუ მარტო კომაროველებზე და ვეკუელებზეა გათვლილი??? ის ბავშვები, რომლებიც სკოლაშიც და რეპეტიტორებთანაც ძლიერებად ითვლებოდნენ, დაშოკილები და დასტრესილები გამოვიდნენ დღეს გამოცდიდან… ცოტა გააზრებულად შეადგინეთ ეს ოხერი ტესტები, რააა! არავინ ითხოვს, უცოდინრობა აპატიოთ ბავშვებს, მაგრამ მხოლოდ მათემატიკური სკოლების მოსწავლეებზე არ უნდა გათვალოთ! 95 % ყურებჩამოყრილი გამოვიდა დღეს გამოცდიდან!”
  • “ამ ტესტებს, ალბათ, ადგენენ ის მათემატიკოსები, რომლებსაც სკოლასთან, იმ პროგრამასთან, რომელსაც იქ ასწავლიან, შეხება არ აქვთ. მათ, ვითომ, არ იციან, რა დონეა დღეს სკოლებში. ბავშვები, რომლებმაც წელს ჩააბარეს ან გაისად ჩააბარებენ გამოცდებს, გამოიარეს ონლაინ სწავლება. მოგეხსენებათ, რა დასწრება და დონე იყო”.
  • “საერთოდ რის საფუძველზე დგება ტესტები და რა ცოდნას ითხოვენ? ერთიანი ეროვნული გამოცდები თუა, ერთიანი მონაცემები უნდა იყოს გათვალისწინებული. როცა სკოლების ნახევარი თითქმის დაინგრა და დაიკეტა და ბავშვების დიდმა ნაწილმა ონლაინ ისწავლა ან საოცრად გართულებულ პირობებში, როცა სკოლა ისედაც ვერ აძლევს ნორმალურ ცოდნას და რეპეტიტორების გარეშე გამოცდებს ვერ აბარებენ, კიდევ შეიძლება, უარესად გაართულო გამოცდები და მოსთხოვო მოსწავლეებს ის შედეგი, რის მისაღწევადაც შენ, სამინისტროს, ნაბიჯი არ გადაგიდგამს? ანუ რა გამოდის, ავალდებულებ ყველას, თუ გინდა, რომ გახდე სტუდენტი, თუნდაც ნუ ივლი სკოლაში, მაგრამ აუცილებლად იქონიე ბევრი ფული, რომ რეპეტიტორებთან მიიღო გამოცდებისთვის საჭირო ცოდნა? და ახლა ეს ცოდნაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. რას ნიშნავს ეს?”
  • “მათემატიკის ტესტმა გვიჩვენა იგივე პრაქტიკა, რაც წინა წლებში. ყველა არჩევით საგანში (ისტორიისა და ბიოლოგიის გარდა) გრანტის აღება შედარებით დაბალი ქულით იქნება შესაძლებელი. გეოგრაფიაში, ფიზიკასა და სამოქალაქოშიც ველოდები რთულ დონეს, თუმცა ეს ავტომატურად გამოიწვევს დაბალი ქულებით გრანტების აღებას. მაგალითად, 60 დან 33 ქულა შარშან გეოგრაფიაში 100% გრანტი იყო. არ ვფიქრობ, რომ ისტორიასა და ბიოლოგიაში დაბალი ქულები დაიწერება, გრანტის მოსაპოვებლად ამ საგნებში მაღალი ქულა იქნება საჭირო”.

აბიტურიენტები ასევე საკუთარ შეფასებებს ჯგუფებში აფიქსირებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ტესტი, წინა წლებთან შედარებით, განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა:

  • “მათემატიკიდან გამოვედი, მეორე ვარიანტი ვარ. ერთი რამის თქმა შემიძლია, მადლობა ღმერთო, რომ სამოქალაქოს ვაბარებ.”
  • “რაც კი ეროვნულები ყოფილა, ყველაზე რთული ტესტი იყო. ერთადერთი, 2019 წელს შეიძლება ამ სირთულის ყოფილიყო. მაგრამ, იქ 2-ქულიანები იყო ცოტა ადვილი.”
  • “ჩემი აზრით, რთული იყო, ყველა წლის მაქვს ნაწერი და თან დრო იყო უზომოდ ცოტა.”
  • “ასეთი რთული არც ერთ წელს არ ყოფილა. ვფიქრობ, ბარიერის გადალახვა მარტივია, მაგრამ კარგი ქულის აღება რთული… ალბათ, ბევრს ბარიერიც გაუჭირდება.”
  • “რა უსამართლოდ ექცევიან მათ, ვინც საჯარო სკოლა დაამთავრა! ასეთ დონეზე რომელ საჯარო სკოლაში ასწავლიან მათემატიკას? თუ ვეკუას და კომაროვის სკოლების მოსწავლეებზეა მხოლოდ მათემატიკის გამოცდის საკითხები?”
  • “წელს ვინც მათემატიკის გამოცდაში მაღალ ქულას აიღებს, ჩათვალეთ, უნივერსიტეტს ისე დახურავს, ოდნავადაც არ გაუჭირდება.” – წერდნენ აბიტურიენტები ჯგუფებში.

თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტესტი საშუალო სირთულის იყო და მისი დაძლევა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, რომ სტატისტიკასა და ტესტის სირთულეზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და ეს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ხოლო, იმ ვარიანტში, სადაც შედარებით დაბალი შედეგები დაფიქსირდება, ქულათა გათანაბრების პრინციპით, აბიტურიენტებს ქულა მოემატებათ.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა საგნისათვის აქვეყნებს პროგრამას, რომელთა ცოდნაც აბიტურიენტებს გამოცდაზე მოეთხოვებათ.

mshoblebi.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდები
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10 სექტემბერი, 2026
21-ს ქვევით

ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

14:49; 2 ივლისი, 2026
21-ს ქვევით

როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

21:13; 21 ივნისი, 2026
21-ს ქვევით

ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

10:39; 18 ივნისი, 2026
21-ს ქვევით

რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

15:32; 27 მაისი, 2026

ოზურგეთის "არწივების" სენსაციური ტრანსფერი _ ვინ დაემატა გუნდს

"თუ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია"- სააკაშვილი

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026
სამართალი

შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

14:28; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო