ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც ხობში ავტომობილი დაეჯახა, ამდრომდე უკიდურესად მძიმეა. თ.ჯ. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში , მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა”,_ განუცხადა “გურია ნიუსს” საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ.
რაც შეეხება მძღოლს, დაკავებულია. ის თავად ჩაბარდა პოლიციას. შეგახსენებთ, ქვეითს ავტომობილი 14ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დაეჯახა.
ავტორი