ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის ბოლო განცხადებას ეხმაურება. ბესელიამ მოსამართლეს წარსული გაუხსენა:
“მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლე რომ ზიანს მიაყენებს სასამართლოს იმიჯს და ავტორიტეტს, ისე ვერავინ დააზიანებს. ალაპარაკეთ კიდევ მეტი და მერე იწუწუნეთ, რატომ აქვს სასამართლოს ასეთი დაბალი სანდოობა. სამწუხაროა ასეთი მოსამართლის ხელში მართლმსაჯულება! ბატონი მეთოფიშვილის გამონათქვამები არ იმსახურებს ჩემს კომენტარს, მე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი, ეს ადამიანი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და სამართალს ამრუდებდა. გადახედეთ მის საქმეებს, ყველაზე რეპრესიული რეჟიმის დროს 2009-11 წწ იყო ადმინისტრაციულ კოლეგიაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. დასისხლიანებული ახალგაზრდები რომ მიყავდათ ბედნიერი უსჯიდა ადმინისტრაციულ პატიმრობას . დაჩი ცაგურია ახსოვს ნეტა?? შორს წამიყვანს ჩამონათვალი… ალაპარკეთ მეტი და ნაკლები ახსნა დაგვჭირდება, რის დაცვას ვცდილობთ და ვისგან...” _ წერს ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.