საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ზაზა სარალიძის პროტესტი „ნაციონალური მოძრაობისგან“ იყო პოლიტიზირებული.
„ივანიშვილმა ამ წუთას განაცხადა, სარალიძე ნაციონალების კოორდინატორი იყოო. დასკვნა– ე.ი, თუ მართლა ნაციონალი იყო, შეგიძლია მოუკლა შვილი, გაუნადგურო ცხოვრება და არ დაისჯები!
ამ შეურაცხადის დასრულებამდე დარჩა ორი დღე!“_ წერს სააკაშვილი.