15 წლის რომა დგებუაძე, რომელსაც 28 მარტს დაეჯახა მანქანა, გარდაიცვალა.
“დასრულდა, დავმარცხდით”, _ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ინფორმაციისთვის, რომას 28 მარტს მანქანა დაეჯახა. ბავშვს ქუთაისში გაუკეთდა ოპერაცია,
დაეწყო ტვინის შეშუპება და საჭირო გახდა თავის ქალის ტრეპანაცია. 1 აპრილს რეანომობილით ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.



































































