გურიაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა გრძელდება და ჯერ დასრულებული არ არის,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ცნობისთვის, თებერვლის ბოლო რიცხვებში დიდთოვლობამ რეგიონში პრობლემები შექმნა. დაზიანდა არაერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი. დაიღუპა 2 ადამიანი.
როგორც 3 მარტს ცნობილი გახდა, დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია მუშაობს.
დღეს კი გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.
ავტორი