“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ ობიექტზე დაჭრილი კაცი ნახეს, რომელიც რეფერალური ჰოსპიტალის ცნობით, კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი, პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული.



































































