დღეს დილით, კოვიდ 19-ით გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, დავით მუქერია. ახალგაზრდა მამაკაცი ვირუსს, დაახლოებით, ერთი თვეა ებრძოდა. თავდაპირველად დავითი ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში არსებულ კოვიდ განყოფილებაში მეუღლესთან ერთად ებრძოდა, შემდეგ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
მდგომარეობის დამძიმების შემდეგ დავით მუქერია გადაყვანილი იქნა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც 20 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლიდან მუშაობდა და კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.
“20 ოქტომბრის დილა სამტრედიის მუნიციპალიტეტში საშინელი ინფორმაციით გაგვითენდა. აღარ გვყავს საუკეთესო ადამიანი, ერთგული მეგობარი, საქმის მცოდნე, მოწესრიგებული თანამშრომელი. მომავალ შეხვედრამდე, დათო. შენ ჩვენი დიდი ტკივილი ხარ”, _ ასეთი პოსტები დაიდო დღეს სოციალურ ქსელში, რითაც 48 წლის დავით მუქერიას თანამშრომლები და მეგობრები ემშვიდობებიან.
[sexy_author_bio]