ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი დასრულდება, თუ ნავთობის ფასი დაეცემა.
როგორც euronews იუწყება, ტრამპმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეომიმართვისას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას, (opec-ს) სთხოვა, ფასები დაწიონ.
”ახლა ფასი საკმაოდ მაღალია, რომ ეს ომი გაგრძელდეს, თქვენ უნდა დაწიოთ ნავთობის ფასი და დაასრულოთ ომი”, – დასძინა მან.
OPEC შედგება ნავთობით მდიდარი 12 ქვეყნისგან, მათ შორის ერაყი, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებიც ერთობლივად შეადგენენ გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 40%-ს. მათი დიდი წონა, როგორც ბლოკი, ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მკვეთრად იმოქმედონ ნავთობის ფასზე, წარმოების გაზრდით ან შემცირებით.