გუთურის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ოსეფაიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“გუთურის საჯარო სკოლამ საჭიროდ ცნო გაეკეთებინა განმარტება.
გავრცელდა არასასიამოვნო ინფორმაცია, თითქოს, ჩვენი სკოლიდან გაიტაცეს ბავშვი, რაც არანაირად არ შეეფერება სინამდვილეს. მინდა დავამშვიდო მშობლები და საზოგადოება, რომ სკოლა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ყველა თანამშრომელი ადგილზეა და როგორც ყოველთვის, დაცულია ყველანაირი უსაფრთხოების ზომები.
(განმარტების გაკეთება საჭირო გახდა მშობელთა შეშფოთებისა და სატელეფონო ზარების მომატების გამო). _ წერის სკოლის დირექტორის ფეისბუქგვერდზე.