მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ნატალია ზარდიაშვილს 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ზარდიაშვილს გამოძიება პაციენტზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება, მსჯავრდებული კი ამბობს, რომ ეს მის მიერ გამოვლენილი სისტემური დანაშაულის გამო შურისძიებაა.
ზარდიაშვილის თქმით, მან ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული უკანონობა ამხილა.
ქალი ყვება, რომ ინციდენტი ნარკოლოგიურში მას შემდეგ მოხდა, რაც მან პაციენტს ხელი შეუშალა მედიკამენტის საავადმყოფოდან გატანის მცდელობაში.
შურისძიებასთან ერთად, მსჯავრდებული პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.
ზარდიაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.
საქმეზე სასამართლო სხდომები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წყარო: მთავარიტვ