სოცქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში, აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსი გენერალი, ФСБ-ს მეხუთე სამსახურის ხელმძღვანელი ალექსეი კომკოვი (აღნიშნული სამსახური კურირებს კონტრდაზვერვას დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით).
თვითმხილველთა თქმით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე აფეთქებას, დაიწვა ორი ავტომობილი.
კომკოვის დაღუპვის ფაქტი, ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ დასტურდება.































































