https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დაუდასტურებელი“კოვიდი _ რასთან გვაქვს საქმე?

21:57; 3.10.2021
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსოფლიო თითქმის ორი წელია ახალ კორონა ვირუსს ებრძვის. გავრცელებიდან მალევე,  ვირუსმა პანდემიის სახე მიიღო და ელვის სისწრაფით მოედო მსოფლიოს. ბრძოლა დღემდე აქტიურ ფაზაშია, თუმცა, ახლა უკვე არსებობს პანდემიის წინააღმდეგ რეალური იარაღი _ ვაქცინა. ამ პერიოდის განმავლობაში, მეცნიერებმა შეისწავლეს ახალი კორონა ვირუსის სხვადასხვა შტამი. სხვადასხვა შტამს სხვადასხვა გართულებები, სიმპტომები და პოსტკოვიდური გამოვლინებები აღმოაჩნდა. ბოლო ხანს, ძირითადად, სოციალურ ქსელებში, აქტუალური გახდა ე.წ. “დაუდასტურებელი“ შემთხვევები, როცა პაციენტს კოვიდ ინფექციის სიმპტომები აქვს, ოჯახში ინფიცირებულიც ჰყავს, თუმცა, ტესტი არ ჩაუტარებია ან სხვადასხვა და მრავალჯერადი ტესტირების პასუხები უარყოფითია. ამიტომაც, ეს პაციენტი კოვიდინფიცირებულად არ აღირიცხება და მისი მკურნალობაც კოვიდპროტოკოლის შესაბამისად არ ხდება.

ელისო ცინცაძე 46 წლისაა და საკუთარ ოჯახთან ერთად, მე-6 წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს.

მის ოჯახის წევრს სრულიად მოულოდნელად დაუდასტურდა კოვიდი.  შემდეგ ელისოსაც დაეწყო სიმპტომები და ჩაიტარა ანტიგენ სწრაფი ტესტი. აქედან იწყება მისი ტესტირებების ციკლი _ ოთხი PCR ტესტი 5 დღის ინტერვალით და ერთი ანტიგენ სწრაფი ტესტი. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

“გამატარეს როგორც კოვიდიანი პაციანტი, მიუხედავად იმისა, რომ ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. მე-5 დღეს საკმაოდ ცუდად ვიყავი. სატურაცია დაბალი მქონდა. თუმცა, სუნთქვითი ვარჯიშებით, ბევრი სითხის მიღებით და ფიზიკური აქტივობით გამოვძვერი გართულებების გარეშე“, _ ამბობს ჩვენთან საუბარში ელისო.

ელისოს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. მათი ტესტის პასუხებიც უარყოფითი იყო, თუმცა ჩატარებულმა ანტისხეულების ანალიზმა აჩვენა, რომ გადატანილი ჰქონდათ ვირუსი. ელისო პროფესიით ექიმია და როგორც ჩვენთან ჰყვება, სამშობლოში ცხოვრების პერიოდში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმად მუშაობდა. მისი ვარაუდით, პნევმონია გადაიტანა: “იტალიაში ცოტა სხვა სიტუაციაა; თუ დამძიმებული არ არის პაციენტი და საშუალოზე ოდნავ მარტივად გადააქვს ვირუსი, ბინაზე რჩება და მუდმივ კონტაქტზეა  ოჯახის ექიმთან. სავარაუდოდ, პნევმონია გადავიტანე. სატურაცია ორი დღის განმავლობაში 87 მქონდა,  მუდმივად ვაკეთებდი სუნთქვით ვარჯიშებს. ღამე მაღვიძარა მქონდა დაყენებული და ვიღვიძებდი სუნთქვითი ვარჯიშების გამო. სითხეები, ტკივილის და ტემპერატურის შემთხვევაში _ გამაყუჩებელი საშუალების მიღება _ სულ ეს იყო მკურნალობის პროცესი.“

ელისო აღნიშნავს იმასაც, რომ  ახალი კორონა ვირუსის დადასტურების დროს, ის რუტინული კვლევები, რომლებიც ტარდება საქართველოში,  იტალიაში არ ტარდება.

“დაუდასტურებელი“ კოვიდის ისტორია გადახდა ნათია კაჭარავასაც, რომელიც 29 წლისაა და თბილისში ცხოვრობს. მას 14 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს და მისთვის ვირუსის  პერიოდმა თითქმის გართულებების გარეშე ჩაიარა. ნათიას სიმპტომები მას შემდეგ დაეწყო, რაც მის ოჯახის წევრს ახალი კორონა ვირუსი დაუდასტურდა და იზოლაციაში გადავიდა.

“მეორე დილით ამტკივდა ყელი და წავედით მთელი ოჯახი სწრაფ ტესტზე. ყველას დადებითი პასუხი მოუვიდა, ხოლო მე _ უარყოფითი“, _ ამბობს ნათია.

სწრაფი ტესტის მიმართ უნდობლობის გამო, ნათიამ PCR ტესტი გაიკეთა (მას შემდეგ, კიდევ სამჯერ გაიკეთა ამ სახის ტესტი), თუმცა, ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.

“სულ სამი დღით მქონდა მაღალი სიცხეები. ენერგიის ნაკლებობა მაწუხებდა. თუმცა, ყველაზე ცუდი რაც იყო, ეს არის ის, რომ იზოლაციაში  მომიხდა ყოფნა. ოჯახის ექიმისგან მივიღე რეკომენდაცია, რადგან არ მქონდა ტესტის  დადებითი პასუხი, არ უნდა მქონოდა ოჯახის წევრებთან კონტაქტი“, _ გვიყვება ნათია.

როგორც ნათია ჩვენთან ამბობს, ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, რაც მისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა.

“დაუდასტურებელი“ კოვიდი _ რასთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლება მოვიქცეთ მსგავსს შემთხვევაში? ამ თემაზე სასაუბროდ “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ექიმ დათო კობერიძეს, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს  კორონა ვირუსით დაავადებულ პაციენტებთან.

_ როგორ შეიძლება აიხსნას “დაუდასტურებელი“კოვიდი?

_ “დაუდასტურებული“ კოვიდი _ ასე მოვიხსენიებთ შემთხვევას,  როდესაც ადამიანს აქვს ყველანაირი სიმპტომი და  ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან (დავუშვათ, პაციენტის ოჯახის წევრს აქვს კოვიდი და პაციენტსაც  აქვს ყველანაირი სიმპტომი), მაგრამ არ აქვს ჩატარებული კვლევა, რითაც არ არის მეცნიერულად და დოკუმენტურად დადასტურებული კოვიდი; ანუ არ აქვს ჩატარებული PCR  კვლევა ან  ანტიგენ სწრაფი ტესტი.

_ თუ ყველანაირი სიმპტომების ფონზე, ანტიგენ სწრაფი ტესტი და PCR-ი ჩატარებულია და პასუხი უარყოფითია?

_ სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ხშირია და მათ, ოფიციალურად, კოვიდ პაციენტებში ვერ მივათვლით. ერთადერთი ვარიანტი რჩება, განისაზღვროს ანტისხეულები სწრაფი ტესტით. ეს ნამდვილად აჩვენებს კოვიდი აქვს თუ არა, ან გადატანა თუ არა პაციენტმა ახალი კორონა ვირუსი. მაგრამ ხშირად არ იტარებენ ხოლმე ანალიზს და ასეთი პაციენტები უხეშად რომ ვთქვათ, რჩებიან ჰაერში ანუ ვერ იგებენ ჰქონდათ თუ არა კოვიდი. არსად არ ხდება მათი ასახვა, როგორც კოვიდ პაციენტის და შესაბამისად, არც ოჯახის ექიმია მათზე მიმაგრებული და მათი მართვაც არ ხდება.

_ მოდით, აქვე განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ რა განსხვავებაა ანტიგენ სწრაფ ტესტს და PCR ტესტს შორის…

_ სანდოობა მეტი აქვს PCR ტესტს, მაგრამ არა გაცილებით მეტი. სწორად გაკეთებულ ანტიგენ სწრაფ ტესტს, დაახლოებით, 70-80% აქვს სანდოობა, როცა PCR-ს აქვს 80-დან 90-%-მდე. რეალურად სწრაფი ტესტის შემთხვევაში, შეცდომა ანუ არასწორი პასუხი, უმეტესწილად, განპირობებულია არასწორად აღებული ანალიზით. სწრაფი ტესტი მუშაობს ანტიგენზე; ეს არის ცილა, რომელიც ვირუსის ზედაპირზეა. ნაცხში უნდა მოხვდეს ცილა, რომელიც შემდგომში რეაქციაში შედის რეაქტივთან და ხდება ტესტის დაფერვა. წორედ ასე, ამის შემდეგ ვიგებთ ტესტის პასუხს. თუ ნაცხი არ ავიღეთ სწორად და არ მოხვდა მასში გარკვეული რაოდენობის ანტიგენი, შესაბამისად, ტესტი უარყოფითი იქნება. PCR -ის უპირატესობა ის არის, რომ ნაცხი დიდი დროით ყოვნდება რეაქტივში, კეთდება ლაბორატორიის პირობებში, უფრო დეტალური და ზუსტი კვლევაა. აქედან გამომდინარე, სანდოობაც მეტი აქვს.

_ “დაუდასტურებელი“კოვიდის დროს, რამდენადაა მოსალოდნელი გართულებები და შეგხვედრიათ მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში?

_ მე ვმუშაობ კოვიდ სტაციონარში  და ბინაზე პაციენტებთან შეხება არ მაქვს. არ ვიცი ზუსტად ბინაზე მართვის სტატისტიკა. მაგრამ ლოგიკურად რომ მივუდგეთ, ვფიქრობ, კოვიდდაუდასტურებელი პაციენტი, რომლის მდგომარეობა, დავუშვათ, დამძიმდა, აუცილებლად გამოიძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს არ აქვს დადასტურებული კოვიდი, ის ცხელების ცენტრში მაინც მოხვდება, სადაც შემდგომ გაიტესტება. ჩემს პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, როცა შემოსულა პაციენტი, რომლის ოჯახში ყველას აქვს სიმპტომატიკა, თუმცა მისი ტესტი უარყოფითია. ასეთი პაციენტები, ძირითად შემთხვევაში, კლინიკაში მაშინ ხვდებიან, როცა მძიმდება მათი მდგომარეობა და იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ პაციენტებმა, რომლებმაც არ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო სამსახური, დაავადება გადაიტანეს მსუბუქად. რაც შეეხება მკურნალობას; შესაძლოა, ოჯახის წევრი ჰყავთ კოვიდ დადასტურებული და იმის პროტოკოლს მიჰყვებიან ან ჰყავთ ახლობელი ექიმი და მისი რჩევა-დარიგების ხარჯზე გადააქვთ დავირუსების პერიოდი. ოფიციალურად და ორგანიზებულად, როგორც ვიცი, მათი აღრიცხვა და მკურნალობა არ ხდება. არის ხოლმე შემთხვევა, პიკის პერიოდში, როცა პაციენტს უდასტურდება ტესტით, მისი ოჯახის წევრსაც აქვს გამოხატული სიმპტომი და მისი აღრიცხვაც ავტომატურად კოვიდ დადასტურებულად  ხდებოდა.

დაუდასტურებელი კოვიდის პერიოდში, მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარება. ზოგადადაც, უკვე ცნობილია ახალი კორონა ვირუსის გავლენა ადამიანის ემოციურ და ფსიქოლოგიურ განწყობაზე. დაუდასტურებელი კოვიდი და მოლოდინის რეჟიმი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პერიოდს. რას განიცდის პაციენტი იზოლაციის პერიოდში და როგორ  უნდა გაუმკლავდეს ფსიქოლოგიურ პრობლემას, გვესაუბრება ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე.

“როდესაც პაციენტს არ აქვს დადასტურებული პასუხი და ვერ ახდენს სახელდებას, თავისთავად, არ იცის რა ტიპის ინტერვენციას მიმართოს და არის თუ არა საკმარისი რეკომენდაციები, რომელსაც იცავს, ეს აისახება მის განწყობებზე და იმატებს შფოთვა“, _ ამბობს მარიამ შოვნაძე.

“ტესტის პასუხის მოლოდინი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე; იმდენად მნიშვნლოვან გავლენას, რომ ფსიქო სომატური ჩივილებიც კი ვლინდება. კოვიდით ავადობის პროცესში კი ძალიან რთულია განსხვავდეს სომატური და ფსიქო სომატური ჩივილები… ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პრიოდში პაციენტმა მიაპყროს ყურადღება არამარტო ფიზიკურ მდგომარეობას, ასევე ემოციურ მდგომარეობასაც; კარგი იქნება, თუ ადამიანები შეინარჩუნებენ ონლაინ კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისთანაც ეს მოსწონთ, სიამოვნებთ ურთიერთობა, იღებენ მათგან თანაგრძნობას და მხარდაჭერას. კარგი იქნება, თუ დღის განმავლობაში ისეთ აქტივობებს შევარჩევთ ჩვენი რითმიდან გამომდინარე, რომელიც გვიყვარს, მოგვწონს და დაგვეხმარება ემოციურ სირთულეებთან გამკლავებაში“,  _ გვირჩევს ფსიქოლოგი.

ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა ოფიციალური სტატისტიკა “დაუდასტურებელი“კოვიდ შემთხვევების შესახებ, მაგრამ როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, მსგავსს შემთხვევაში, სიმპტომიანი, მაგრამ ტესტის უარყოფითპასუხიანი პაციენტების კოვიდ ინფიცირებულებში აღრიცხვა არ ხდება. მათი ცალკე აღრიცხვაც არ ხდება და პაციენტს შეუძლია, ანტისხეულების ანალიზის ჩატარების საფუძველზე, უტყუარი და ზუსტი პასუხი მიიღოს მართლა გადაიტანა თუ არა კოვიდინფექცია. ამას გარდა, როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, მაღალტექნოლოგიურ PCR-ტესტსაც კი 10%-იანი ცდომილება შეიძლება ჰქონდეს; ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ “დაუდასტურებელი“ კოვიდდასნებოვნების ფაქტები სწორედ ამ ცდომილების სტატისტიკური “მოვლენაა“.

ასევე, აქვე გავიხსენოთ მარტივი ლოგიკით ახსნადი ფაქტი: დაავადებები, რომელთა სიმპტომები კოვიდ ინფექციისას ჰგავს _ სხვადასხვა სახის ვირუსული გრიპები, ფილტვების სხვადასხვა სახის ანთებები, მწვავე რესპირატორული დაავადებები, სურდო და გაციება, არსად გამქრალა და შესაძლოა, ჩვენი ამ დაავადებით დასნებოვნებაც კოვიდით ინფიცირებულთან კონტაქტს დაემთხვეს. ამიტომ, საუბარი ახალ “დაუდასტურებელი“ კოვიდის შტამზე, შესაბამისი სამედიცინო ანალიზის და დასკვნების გარეშე, უსაფუძვლოა.

[sexy_author_bio]

კორონავირუსი
გაზიარება42Tweet26Send

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

სწავლა დაიწყო: ოზურგეთელ პირველკლასელთა პირბადის სივრციდან გამომკრთალი სიხარული“

როგორია ეპიდმდგომარეობა გურიასა და სხვა რეგიონებში

ყველა სიახლე

სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21.02.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21.02.2026
სამართალი

ივანე გოგლიძეს, რომელსაც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის წარმოება-გასაღებაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

16:59; 21.02.2026
საზოგადოება

ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარედ, შენობის  ე.წ. კარნიზიდან ქვები ჩამოცვივდა

16:50; 21.02.2026
მსოფლიო

აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

16:44; 21.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16:35; 21.02.2026
პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21.02.2026
სამართალი

“61 600 ლარს მოტყუებით დაეუფლა”- პროკურატურა

15:15; 21.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21.02.2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21.02.2026
სპორტი

რაგბისტი გოგოები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო