1930 წლის ერთ დღეს ოთხი წლის ინდოელმა გოგონამ, შანტი დივამ ქალაქ დელიდან გამოუცხადა თავის მშობლებს, რომ ის წარსულ ცხოვრებაში ქალაქ მატხურაში ცხოვრობდა და სახელად ლუდგი ერქვა.
მშობლებმა ეს ამბავი მის ბავშვურ ფანტაზიას მიაწერეს, მაგრამ ბავშვი კვლავ განაგრძობდა ამის შესახებ საუბარს და იხსენებდა ახალ დეტალებს წარსული ცხოვრებიდან. ერთხელ კი თქვა რომ მას სამი შვილი ჰყავდა და ორი მათგანი მშობიარობის დროს დაეღუპა.
საკუთარი გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობით შეშფოთებულმა მამამ შეიტყო რომ ქალაქ მატხურაში მართლაც ცხოვრობდა ქალი სახელად ლუდგი ოთხი წლის წინ. მშობლებმა გადაწყვიტეს შეესრულებინათ შვილის პრეტენზია, წაეყვანათ იგი ამ ქალაქში.
მისვლისთანავე ამ გოგონამ მაშინვე ადვილად მიაგნო ადგილს სადაც ცხოვრობდა ლუდგი და გააცნო თავის მშობლებს საკუთარი „ქმარი” და შვილი. ასევე მიუთითა წვრილმანების შესახებ გარდაცვლილი ქალის ცხოვრებიდან, რაც მხოლოდ გარდაცვლილი ქალის ნათესავებს შეიძლებოდა სცოდნოდათ.
ასეთი ისტორიების შემდეგ რასაკვირველია ადამიანი იწყებს დაჯერებას იმ თეორიის რომ შესაძლებელია ხელმეორედ დაბადება.