მამრობითი სქესის ლეკვები ხშირად შეგნებულად უთმობენ გოგონებს თამაშში იმისთვის, რომ უკეთ გაიცნონ ისინი.
კატები იშვიათად უბიძგებენ თავით ადამიანს. ეს ჟესტი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც ენდობიან.
ციყვები ყოველწლიურად ათასობით ხეს რგავენ უბრალოდ იმიტომ, რომ ავიწყდებათ – სად დამალეს თხილი.
წითელი პანდების კუდი იმდენად ფუმფულაა, რომ მას ზამთარში გადასაფარებლად იყენებენ.
წიწილებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჯერ კიდევ კვერცხში ყოფნისას შეუძლიათ ხმის განსაკუთრებული სისტემის წყალობით.
ზღვის თახვებს ხელჩაკიდებულებს სძინავთ, დინებამ რომ სხვადასხვა მხარეს არ გაფანტოს.
ცხენთევზები პარტნიორებთან კუდებით არიან გადაბმულები და არასდროს უშვებენ ერთმანეთს.
ძროხებს შეუძლიათ საუკეთესო მეგობრები გაიჩინონ და მოიწყინონ, როდესაც ახლოს არ იქნებიან.
როდესაც ზრდასრული გრიზლი დედის ბუნაგს ტოვებს, თავის საკუთარ ბუნაგს ყოველთვის ახლოს იშენებს.
ციყვები სხვის დაობლებულ პატარებზეც ზრუნავენ.
ბავშვობაში სპილოები ისევე წოვენ საკუთარ ხორთუმს, როგორც ადამიანები პატარაობისას თავის დიდ თითს.
რვაფეხები უცხო თვალისგან დამალვის მიზნით ფსკერზე თავშესაფრის გარშემო თავისებური ბაღის მოსაწყობად ნიჟარებს და ბრჭყვიალა ნივთებს აგროვებენ.
თეთრ დათვებში ცხვირის ცხვირზე მიდება რამეს თხოვნას ნიშნავს. მაგალითად, ასე საკვები შეიძლება ითხოვო.
ავტორი