ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა ქალმა 100 წლის წინ გამოგზავნილი წერილი მიიღო.
30 წლის ბრიტნი კიჩმა განაცხადა, რომ გაკვირვებული დარჩა, როცა წერილი თავის კორესპოდენციებს შორის იპოვა, რადგან ახლა წერილებს უკვე თითქმის აღარავინ გზავნის. მან ყურადღება მიაქცია ფოსტის შტამპს, რომელის 1923 წლის 20 ოქტომბრითაა დათარიღებული.
წერილს ხელსაწერს ვინმე ფლოსი ბერჯესი. წერილი ბრიტნის მისამართზე 100 წლის წინაა გამოგზავნილი და მისი ადრესატი როი მაქუინია.
„ძვირფასო ბიძაშვილებო, იმედი მაქვს, როცა ამ ბარათს მიიღებთ ჯანმრთელად იქნებით. აქ ძალიან ცივა. კარგად ვართ, მაგრამ დედას საშინლად სტკივა მუხლები. ახლახანს დავასრულე ისტორიის გაკვეთილის მომზადება და დასაძინებლად მივდივარ. მამა წვერს იპარსავს დედამ კი თქვენი მისამართი მიკარნახა. არ დაგავიწყდეთ მოგვწერეთ“, – ნათქვამია წერილში.
ბრიტნიმ, ეს წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას იმედი აქვს, რომ ბერჯესის ან მაქუინის ნათესავებს ან იმ ადამიანებს იპოვის, ვინც მათ ოჯახებს იცნობდა.
ავტორი