ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში, ჰერფორდშირის საგრაფოში ექსპერიმენტის ფარგლებში სუპერმარკეტში ნაყიდი კვერცხებიდან სამი იხვი გამოიჩეკა.
29 წლის ჩარლი ლელომ ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსგავსი ვიდეო Facebook-ზე ნახა.
მან ერთ-ერთ სუპერმარკეტში იხვის კვერცხები იყიდა და ისინი ინკუბატორში მოათავსა. რამდენიმე დღის შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელი ფრინველები გამოიჩეკნენ, რომლებსაც ლელომ ბიპი, პიპი და მიპი დაარქვა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება კვერცხის მწარმოებელმა კომპანიამ გაავრცელა. მათი თქმით, განაყოფიერებული კვერცხის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ავტორი